"სამოქალაქო მოძრაობა" "სიბიეს ჯგუფის" გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით "ყაზტრანსგაზ-თბილისთან" საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭო ჩამოყალიბდება. "სამოქალაქო მოძრაობის" თანადამფუძნებელმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ მათი შეთავაზების მიღებას მიესალმება. მისი თქმით, "ყაზტრანსგაზ-თბილისთან" საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭოს მთავარი მიზანი უსაფრთხოება უნდა იყოს