"მოქალაქეების" ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თბილისის მერობის არჩევნებზე ოპოზიციას არ ჰყავს ამ ეტაპზე ისეთი კანდიდატი, რომელიც კალაძის მერობას სათუოს გახდის. მისი თქმით, კახა კალაძემ საკუთარი იმიჯის შექმნას, გაზრდასა და შენარჩუნებას დიდი დრო დაუთმო და სწორედ ამის მიზეზია, რომ თბილისის მერი "ასე ყოჩაღად და რეიტინგულად გამოიყურება".
როგორც იოსელიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში Newsroom განაცხადა, ოპოზიციის მხარეს არის გაურკვევლობა და მისი მოსაზრებით, თუ იქნება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ის თავის გარშემო ვერ შეკრებს იმ ოპოზიციურ ფონს, რომელიც საკმარისი იქნება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.
რაც შეეხება პარტია „ალეკო ელისაშვილი-მოქლაქეების“ გეგმებს თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, ლევან იოსელიანის განმარტებით, ამის თაობაზე თვითონ ალეკო ელისაშვილი გააკეთებს განცხადებას.