„მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პროცესში არასამთავრობო სექტორი უნდა ჩაერთოს.
როგორც მან სასამართლო რეფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება, გატარდება თუ არა ამ მიმართულებითაც ისეთივე სისტემური ცვლილებები, როგორიც საარჩევნო კოდექსში მიიღეს.