პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანის ინფორმაციით მისი ალეკო ელისაშვილისა და ქართული ოცნების შეხვედრები გაგრძელდება რადგან შეთანხმება პირველ შეხვედრაზე მიღწეული არ არია.
როგორც იოსელიანმა ჟურნალისტეთან საუბრისას განაცხადა, შეუთანხმებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაღაც დეტალები, რაც მათთვის პრინციპულია. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ძალიან პრინციპულად დაისვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა ხელისუფლება პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს.
იოსელიანის თქმით, თუ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ვერ მოხერხდება მათი პარლამენტში შესვლა გამორიცხულია.