ჰარუ ბაშოს დასკვნითი, მე-15 საშეჯიბრო დღე გაიმართა. ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ტაკაკეიშოს შეხვდა და დამარცხდა, მან ტიტული დაკარგა და სეკივაკედ ჩამოქვეითდა. ამ გამარჯვების შემდეგ გორგაძის ბალანსი ტურნირზე 7:8-ზე გახდა, მისმა მეტოქემ კი ოძეკის ტიტული მოიპოვა. ქართველ ფალავანს მომდევნო ბაშოზე ტიტულის დაბრუნების შესაძლებლობა ექნება, მან 15 ბრძოლიდან 10 უნდა მოიგოს, რათა სუმოს იერარქიაში მეორე ყველაზე პრესტიჟული წოდება დაიბრუნოს.