ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აუცილებლად მიიჩნევს. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღება სახელმწიფოს პროცესების უფრო ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს. მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება დროულად მიიღებს ყველა ზომას, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელია.