დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში პოლარიზაციის შესაქმნელად სჭირდება. მისი შეფასებით, ეს ორი ძალა დიდი მახინჯი ჯოხის ორი ბოლოა და ამ რეალობაში ქვეყნის დატოვება არ შეიძლება.
ამასთან დეპუტატისთვის მიუღებელია ოპოზიციის გეგმა პლენარული სხდომის ჩაშლის შესახებ. გოგიჩაიშვილი 26 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე დარბაზში შესვლას და საკუთარი აზრის დაპიქსირებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას კიდევე ერთხელ შეეცდებიან, რათა უმრავლესობას 26 ნოემბერს პლენარული სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცენ.