„ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რატომ დატოვა მისი პარტია გედევან ფოფხაძემ. როგორც გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად ფოფხაძემ მიიღო. ამასთან, გოგიჩაიშვილი ფაქტს ფოფხაძის ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას უკავშირებს. გოგიჩაიშვილის თქმით მისთვის მიუღებელია ცესკოს ყოფილ თავმჯდომარესთან ლევან თარხნიშვილთან ერთად აქციაზე დგომა და თამარ ჟვანიას გადაყენების მოთხოვნა. როგორც დეპუტატი ამბობს წლების წინ ლევან თარხნიშვილი გაყალბების ბრალდებით რომ გლდანის ციხეში გაეშვათ თამარ ჟვანია დღეს არჩევნების გაყალბებას ვეღარ გაბედავდა.