ლევან გოგიჩაიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევონ. გოგიჩაიშვილმა იურიდიული კომიტეტის განაცხადა, რომ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის შეურაცხყოფაა, როდესაც კანდიდატი კონკრეტული დეპუტატის მიერ დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს, სხვა დეპუტატის კითხვებს კი პასუხობს. გოგიჩაიშვილის გაღიზიანება გამოიწვია სილაგაძის განცხადებამ, რომ მას არც ერთ კითხვაზე პასუხს არ გასცემს.