"არ დავუშვებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალი გახდეს" – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ერთია, რას ფიქრობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და მეორე – პლენარული სხდომა. ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთია იმ ცხრა დეპუტატს შორის, რომლებმაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები მოამზადეს. ცვლილებების გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა.