სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წევრებს შორის ხმაური მოჰყვა. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დაუშვებელია და ის პრინციპულად შეეწინააღმდეგება მას. კომიტეტზე გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ეს დისკრიმინაციული მიდგომა იყოს, თუმცა ზოიძემ განაცხადა, რომ ასე არ არის. სხდომაზე სიტუაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმუხტა. შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, სლოტ-კლუბებში ისეთივე პირობები იყოს დაშვებული, როგორც ეს სამორინეებში მოხდა, ანუ თამბაქოს მოწევა გახდეს დაშვებული.