პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ვინც მოსამართლეთა კანდიდატობის 20 კაციან სიას დაუჭერს მხარს, ის მხარს დაუჭერს საქართველოს მომავლის არქონას..."გაურკვეველ ადამიანებს, რომლებიც წოვენ, გლეჯენ ამ ქვეყანას". მისი შეფასებით, შემოთავაზებული სია ძალიან ცუდია და ქართული მართლმსაჯულების უბედურებას წარმოადგენს. დამოუკიდებელი დეპუტატი სიაში მოხვედრილ რამდენიმე გვარსაც ასახელებს, რომლებიც მისი მტკიცებით "კლანს" წამოადგენენ. გოგიჩაიშვილი მათ, ადეიშვილის "კოლბაში გამოყვანილებს" უწოდებს. გოგიჩაიშვილის თქმით, სწორედ ეს უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც "სააკაშვილი ფორმალურად ჩაანაცვლა".
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატიდან 20 მოსამართლეობის კანდიდატი 4 სექტემბერს შეარჩია. ახლა პროცესი უკვე საქართველოს პარლმენტში გადაინაცვლებს.