რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი გაეწერა. როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ 6 პაციენტზე ჩატარებული ტესტის პასუხი ნეგატიურია და განმეორებითი ტესტზე ისევ ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, ისინიც გაეწერებიან. მისი თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მათგან მხოლოდ ერთს აქვს პნევმონიის ნიშნები. რაც შეეხება წყაროებს, მისივე განცხადებით, ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, ნაწილი კი თბილისის შემთხვევებია. ლევან გოფოძემ კომენტარი გააკეთა ტესტებტან დაკავშირებითაც. მისი თქმით თუ ქვეყანას აქვს რესურსი, ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს. გოფოძის თქმით რაც უფრო მეტად მოხერხდება საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლი მით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი შიდა გავრცელების შეჩერება.