გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. სოფელ ხაშმსა და სოფელ ტბისში, უკრაინული ინვესტიციებით შექმნილი სატბორე მეურნეობები დაათვალიერა. თევზსაშენებში ათას ტონაზე მეტი თევზი მოყავთ, რომლის რეალიზება ხდება, როგორც ადგილობრივ, ასევე დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნის ბზრებზე ხდება. მეურნეობებში ლევან დავითაშვილმა საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისათვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო პაკეტით სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მოხდება.