სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაობისთვის 20 ტრაქტორი და 40 ერთეული პიკაპი იქნება გამოყენებული. მისი თქმით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ტარდება საზღვრებზე და ხდება ტვირთების დამუშვება, დეზინფექცია ჩატარდება ასევე ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ღამის 12 საათის შემდეგ დეზინფეცია უკვე თბილისში დაიწყება. როგორც მინისტრი ამბობს, თავდაპირველად მოხდება მასიური დეზინფექცია, რომელიც ჩაუტარდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ავტობუსის გაჩერებები და სხვა