საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილი დედაქალაქში არსებულ ახალი მეწყრული ზონის არსებობის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე სიტუაცია რთული არ არის და ადგილზე გამაგრებითი სამუშაოები იწყება. დავიტაშვილის თქმით ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოხდა და კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია. ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ ტერიტორიას გეოლოგები სწავლობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ზურა რიკაძის თქმით, პირველადი დასკვნები ხვალ იქნება ცნობილი. პირველადი შეფასებით, მეწყერის გააქტიურების მიზეზი რთული გეოლოგიური და გეომორფოლოგიური პირობებია.