ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია შეჯერებული პოზიციებით დამტკიცდება - Palitra News

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია შეჯერებული პოზიციებით დამტკიცდება

2021-04-01 10:53:30+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კერძო სადაზღვევო კომპანიების, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აგროდაზღვევა არის დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერებისთვის საქმიანობას პროგნოზირებადს ხდის. წლებია ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება.