გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შპს ,,ბენჟის“ საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო. შპს ,,ბენჟი“ ქართული ხილის ალკოჰოლურ სასმელებს 2016 წლიდან აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაში არსებული თანამედროვე სტანდარტების ხილის გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა, ხილის ჯემებისა და წვენების წარმოების საშუალებას იძლევა. „აუგუსტის ხილის ქარხანა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარია. აგროლიზინგის თანხა 250,000 ლარს აჭარბებს. ჯამურად, საწარმოში, 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში 57 ადამიანია დასაქმებული.