გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში პირველი ბიოდიზელის მწარმოებელი კომპანიის საქმიანობას გაეცნო. სამინისტროს ინფორმაციით, ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის აღმოსაფხვრელად, ბიოდიზელი შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.