გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისმა უწყებამ პანდემიის პირობებში შეძლო სპეკულაციური ფასებისგან დაცვა და უწყვეტი სასურსათო უზრუნველყოფა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, ფასები გაიზარდა, თუმცა ეს გლობალური ტენდენციის გამო მოხდა.
მინისტრმა პანდემიის პირობებში თანამშრომლობისთვის კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ესენი იყვნენ პატრიოტი ადამიანები, რომელთაც ესმოდათ, რომ საკუთარ ბიზნეს ინტერესებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო საქვეყნო ინტერესები.