გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საჯად კარიმი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს კონსოლიდირებული სამინისტროს სტრუქტურა და პრიორიტეტები გააცნო და მწვანე ეკონომიკის კონცეფციის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა. საჯად კარიმმა დაადასტურა მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და მინისტრს წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.