გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგებს გაეცნო. ლევან დავითაშვილმა რთველის საკოორდინაციო შტაბში, რეგიონის გუბერნატორისა და დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერებისგან სტიიქის შესახებ ინფორმაცია მიიღო.საგანგებო თათბირზე ხელისუფლების წარმომადგნელებთან ზარალის ანაზღაურებისა და ფერმერების დახმარების საკითხზეც ისაუბრეს. მინისტრის განმარტებით, ფულადი კომპენსაციით ვერ დაეხმარებინ, თუმცა ქარხნებთან უკვე შედგა მოლაპარაკება, რომ დაზიანებული მოსავალი ჩაიბარონ. კახეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. კერძოდ, სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში, ქისტაურში, ახშანსა და მატანში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.