ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციას შეხვდა - Palitra News

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციას შეხვდა

2019-12-06 11:07:09+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს და აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აზერბაიჯანელმა კოლეგებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში სპეციალური აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერეს.

გარდა ამისა, უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გარღმავების მიზნით, მემორანდუმის გაფორმებაც დაიგეგმა.