გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკისა და საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციაში იმყოფებიან ტეხასის წარმომადგენლობითი პალატის, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ალკოჰოლური სასმელების კომისიის, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები და ეროვნული ასამბლეის წევრები საფრანგეთიდან.
დელეგაციების ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მემორანდუმების გაფორმება, საფრანგეთის წარმომადგენლობასთან 25 წლიანი თანამშრომლობის შესახებ, ხოლო აშშ-თან ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ღვინის ექსპორტის და ასევე სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში თანამშრომლობის გაფართოვების საკითხებზე იმსჯელეს.