ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება. გუგა ბარბაქაძის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით არ აქვს მნიშვნელობა გაჟღერდება თუ არა მიზეზები.
ადვოკატი მირზა სუბელიანის შვილის მიერ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიცემულ ჩვენებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით აბრალდების მხარე ცდილობდა არარსებული მოწმეებისა და არასებული მტკიცებულებების საფუძველზე ბარბაქარძისთვის ჩაუდენელი დანაშაულის დამტკიცებას.
უზენაეს სასმართლოში დღეს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების, გუგა ბარბაქაძისა და ლევან ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული ლევან ჯანაშიას დღეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.