ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე დახურულ სხდომაზე იკითხება. გუგა ბარბაქაძე ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს.
სხდომის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. სხდომის დახურვას დაეთანხმა თავად მსჯავრდებuლიც. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის განმარტებით, გუგა ბარბაქაძის მიმართ სამართალწარმოება დასრულებული არ არის, მისი საქმე დახურულად განიხილება, რის გამოც, მიზანშეუწონელია მოწმის საკითხვა ღია სხდომაზე წარიმართოს.
გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვისაა მსჯავრდებული და მას სასჯელის საზით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვით აქვს შეფარდებული.