ჩვენ ველოდებით მხოლოდ გადაწყვეტილების გაფორმებას, იქნება დაპირება, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს გარკვეული პირობების შესრულების ხარჯზე, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ევროკავშირში კარგად აცნობიერებენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გაცილებით მაღალი პოლიტიკური თუ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, ვიდრე ხელისუფლება-ოპოზიციის დავა, ან ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები.