"ქართული ოცნების" კოორდინატორებს აქვთ კანონდარღვევით გადაცემული სამაგიდო სიები, სადაც ბოლო გრაფაში მითითებულია თითოეული ამომრჩევლის რეკომენდატორების და დასაქმების ადგილი, სად მუშაობს, საჯარო დაწესებულების რომელ თანამდებობაზე, რომელი თანამდებობის პირია მისი რეკომენდატორი, ან ვისი დავალებით მოდის საარჩევნო უბანზე", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიებს არ აქვთ მითითება ასეთი ფაქტები აღკვეთონ. მან ბრიფინგზე სიების ნიმუში წარადგინა და აღნიშნა, რომ ეს ამომრჩეველზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა.