"ევროპული საქართველო" მხარდამჭერებს მოუწოდებს, 19 მაისის შუალედურ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი. ამასთან, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლისგანაც მხარდაჭერის იმედს გამოთქვამს. ამ თემაზე განცხადება პარლამენტში "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა. როგორც ბობოხიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შუალედური არჩევნების შემდეგ გაიმართება მსჯელობა თუ რატომ მოხდა შეთანხმების დარღვევა, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მსგავსი პრეცედენტების თავიდან არიდება იყოს შესაძლებელი. ბრალდებებს "ნაციონალურ მოძრაობაში" უპასუხეს და განაცხადეს, რომ აკაკი ბობოხიძის ბრიფინგის შინაარსი სიმართლეს არ შეესაბამება.