ბრწყინვალედ ასპარეზობს რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან არაბული. არაბულმა ერთნაირი ანგარიშით, 9:0 იტალიელ ალ მაჰდი როკარდოს, გერმანელ იელო კრამერს და ფინელ არვი მარტინ სავოლაინენს სძლია და დღეს, 11 თებერვალს, ფინალში რუმინელ ალინ ალეხუჩ ჩიურარიუს შეხვდება. ნუგზარ წურწუმიამ ავსტრიის სახელით მოასპარეზე სარგის გევორგიზიანი (8:0), მოლდოველი არტიუმ დელანუ (8:0) დაამარცხა, ნახევარფინალი კი რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევთან წააგო (2:5) და ბრინჯაოსთვის თურქ დოგუშ აიაზჩსა და რუმინელ ფლორინ ტიტას შორის გამარჯვებულს ეჭიდავება. სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ ლევან ქავჟარაძე (63 კგ), დემურ ქავთარაძე (77 კგ) და თორნიკე ძამაშვილი (87 კგ).