რუსეთი აპირებს აშშ-ის მიერ "ღია ცის შეთანხმების" დატოვების ფაქტზე რეაგირება მოახდინოს და გადაწყვეტილების მიღებისას მოსკოვი ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს, - ამის შესახებ რუსეთის სახლწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.
მან ვაშინგტონის გადაწყვეტილებას საზიანო უწოდა და აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა ევროპის კონტინენტზე სამხედრო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. მისივე თქმით, რუსეთს, აშშ-სგან განსხვავებით, შეთანხმება არასდროს დაურღვევია.
"აშშ-სგან განსხვავებით რუსეთს შეთანხმება არასდროს დაურღვევია. ხელშეკრულების "დამატებული ღირებულება" დამოკიდებული იქნება იმ რეაგირებაზე, რასაც აშშ-ის ქმედებაზე მისი ევროპელი მოკავშირეები განახორციელებენ, რომლებიც ნატოს წევრებია არიან", - აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-მ "ღია ცის შეთანხმებიდან" გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად მან რუსეთის მიერ ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების პერმანენტული დარღვევა დაასახელა.