მას შემდეგ რა რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა, მსოფლიო მასშტაბით უამრავი ცნობილი ადამიანი გახდა ქველმოქმედების მონაწილე, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლეთა აქტივობის შესახებ, ყოველდღიურად ვკითხულობთ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ლეონარდო დიკაპირომ 10 მილიონი დოლარი გადარიცხა უკრაინის დასახმარებლად ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდში. წყაროდ Polish News დაასახელეს, თუმცა აღმოჩნდა რომ ეს სიცრუეა და მსახიობს ეს თანხა არ გადაურიცხავს.
როდესაც ცნობილმა ვარსკვლავებმა ღიად დაიწყეს ომის და რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ პოსტების გაზიარება სოციალურ ქსელში, მათ შორის არ ყოფილა დიკაპრიო.
ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ შეძლო ლეონარდოსთან დაახლოებულ პირს გასაუბრებოდა, რომელმაც დაადატურა რომ 10 მილიონი არ გადაურიცხავს, თუმცა რამოდენიმე ორგანიზაციას თანხა გადაურიცხა უკრაინელების დასახმარებლად, თუმცა თანხა და ფონდი უცნობია. შესაძლოა იმის გამო, რომ ლეონარდო დიკაპრიო პუტინს არაერთხელ შეხვედრია მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რის გამოც მსახიობი ღიად არ აფიქსირებს რუსეთის წინააღმდეგ აზრს და არც საჯაროდ აცხადებს მათ მხარდაჭერას.