სასტუმრო "ლეოგრანდეში" ხანძრის გაჩენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასტუმროს მფლობელი ეროლ ავგორენი დაიკითხა. სასტუმროს ადვოკატის კახა წერეთელის განცხადებით, გამოძიებას ამ ეტაპზე უკვე გამოკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, მათ შორის სასტუმროს ის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის დღეს მუშაობდნენ. რაც შეეხება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხს, ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, იკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ხანძრის გაჩენის გამო მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.