სასტუმრო "ლეოგრანდში" გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება. ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13 კი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.უწყების ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებული რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - მძიმე არც ერთი არ არის.6 პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო 2 პაციენტი კი, მედცენტრში.