დორტმუნდში ჩატარებული ამხანაგური მატჩი გერმანიისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს შორის 2:2 დასრულდა. პირველ ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ და 2:0 დაწინაურდნენ. ანგარიში გნაბრიმ გახსნა, ხოლო მეორე გოლი მისი გადაცემით ჰავერტცმა გაიტანა. შესვენების შემდეგ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და შეცვლაზე შესული ალარიოსა და ოკამპოსის გოლებით ფრეს მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ალბისელესტეს დისკვალიფიცირებული "ბარსელონას" კაპიტანი ლეო მესი ვერ დაეხმარა.