09:50
15 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ლეო მესი ჯობია თუ რონალდო?
22-08-2019

უკვე კარგა ხანია საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო სამყარო სვამს კითხვას - რომელია უკეთესი ფეხბურთელი, მესი თუ რონალდო?

ამაზე პასუხი ბელგიელმა მეცნიერებმა სპეციალური პროგრამით გასცეს.

ქალაქ ლიოვენის უნივერსიტეტში შექმნეს პროგრამა "Vauling Actions by Estimating Probabilites", რომელიც ფეხბურთელთა ყველა მოქმედებას ითვლის: გოლებს, გადაცემებს, დარტყმებს, დრიბლინგებს და ა.შ.

მათ ამ ორი ფეხბურთელის მონაცემები 2013-18 წლების მიხედვით აიღეს და დაამუშავეს, როდესაც ისინი ლა ლიგაში თამაშობდნენ. მესიმ 1.21 ქულა მოაგროვა, რონალდომ კი - 0.61.

ამ გამოკვლევას ზოგიერთი შეიძლება არ დაეთანხმოს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - დროის ამ მონაკვეთში პრიმერაზე არგენტინელი პორტუგალიელზე ორჯერ უფრო სასარგებლო იყო.

უეფა აგვისტოს ბოლოს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას გამოაცხადებს და ორივე სუპერვარსკვლავი პრეტენდენტთა შორისაა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები