ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივები მცირე ჰესის "ხელედულა 3"-ის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაანონსებულ შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. მოსახლეობის თქმით, ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული, ეროზიული და სხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება. ერთ-ერთი ადგილობრივი, ცისანა გაზდელიანის განცხადებით, ჰესის მშენებლობა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს, რის გამოც ადგილობრივები სვანეთს დატოვებენ.