რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ სოფლებში სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება. მისივე თქმით, ლენტეხსა და ცაგერში ე.წ. ბლოკპოსტები განთავსდება. გუბერნატორის თქმით, ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი და შემდგომი კონტაქტების გამოსავლენად.
ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ იმ სოფლებში სადაც გავრცელების მაღალი რისკია დაიწყება თერმოსკრინინგი, ასევე გაკეთდება გადაადგილების პუნქტები.
სახელმწიფო რწმუნებული ვარაუდობს, რომ 2 დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთან ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება.