ლენტეხის რაიონში სტიქიას კვლავ ებრძვიან. ორდრიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. სტიქიის შედეგად ჩახერგილია გზები, წაღებულია ხიდები, დატბორილია სავარგულები. ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, მიუხედავად,რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, დილიდან თითქმის ყველა ლოკაციაზე მობილიზდა ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოებ. სტიქიის შედეგად არ დაზარალებულა ადგილობრივი მოსახლეობა.