ლენტეხის მოსახლეობას თვითიზოლაციაში ყოფნის შეზღუდვა ხვალიდან მოეხსნება - Palitra News

ლენტეხის მოსახლეობას თვითიზოლაციაში ყოფნის შეზღუდვა ხვალიდან მოეხსნება

2020-04-21 14:46:55+04:00

ლენტეხის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხვალიდან აღნიშნული შეზღუდვა მოეხსნებათ. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსს“ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სხვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, 41 პირიდან თვითიზოლაციაში მხოლოდ ერთი პირი დარჩება. მისივე თქმით, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა მათ მხარეში არ გამოვლენილა. ცნობისთვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 5 პირია ინფიცირებული, მათგან ჯერ არცერთი არ გამოჯანმრთელებულა.