„ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი ესწრებოდა.
როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ერთმანეთს პოზიციების შესაჯერებლად ხვდებიან.
ამასთანავე, ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნები არ იცვლება და ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.