პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდა, როგორც შეხვედრამდე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, საარჩევნო პროცესში ეუთო/ოდირის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა მმართველმა ძალამ მის ხელში არსებული რესურსები უკანონოდ არ გამოიყენოს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო მისიების რაც შეიძლება დიდი წარმომადგენლობა იყოს.
ეუთო ოდირის წარმომადგენლები გუშინ უკვე შეხვდნენ ევროპული საქართველოს ლიდერებს. სადამკვირვებლო მისია წინა საარჩევნო პერიოდში ყველა ოლიტიკურ სუბიექტთან შეხვედრას გეგმავს.