„ლელოს“ ლიდერებმა კახა კოჟორიძე და ლევან სამუშიამ გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და 6 მარტს გამოქვეყნებული ჩანაწერების გამოძიება მოითხოვეს.
როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, პროკურატურა ვალდებულია, აღნიშნული ფაქტი გამოიძიოს, რადგან გავრცელებული აუდიომასალა შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს.
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მოლაპარკებების პროცესზეც ისაუბრეს და აღნიშნეს რომ ჩანაწერების მიუხედვად დიალოგი მხარეებს შორის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.