პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ბადრი ჯაფარიძე ასევე გამოეხმაურა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რის გამოც მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან ახლოს მისვლას ვერ ახერხებენ.