თავხედური და ძალადობრივი თავდასხმა დემოკარტიაზე - პარტია "ლელოს" ლიდერები საკრებულოებში ბიუჯეტების დამტკიცების პროცესს ეხმაურებიან. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის დამტკიცება პოლიციის განსაკუთრებული მობილაზიის ფონზე, არის დასტური, რომ ძალოვან სტრუქტურებს მთლიანად მმართველი პარტია აკონტროლებს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხალხის მიერ არჩევნებზე დაფიქსირებული პოზიციის მიტაცებაში ქართული ოცნების გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიაცაა ჩართული, რომელიც სხდომების ჩანიშვნას შეგნებულად აჭიანურებს.