"ლელო საქართველოს" წევრი ვატო სურგულაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდაფეთქების თავიდან ასარიდებლად არაფერი კეთდება. მისი თქმით, ქვეყანა რეალური საშიშროების წინაშე დგას და ჯანდაცვის სამინისტროს "საქმის კეთების" დაწყებისკენ მოუწოდა.
როგორც სურგულაძე ამბობს, საჭიროა კონტროლის გამკაცრება.
პანდემიაზე საუბრობს "ლელოს" კიდევ ერთი წევრი ირაკლი კუპრაძე და აღნიშნავს, რომ რეგიონებში უმძიმესი მდგომარეობაა, მოსახლეობა არ იცავს რეგულაციებს და ამასთან, არ არსებობს მონიტორინგის სამსახურები, რომლებიც გააკონტროლებენ წესების დაცვას.