პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ვაკის რაიონული ოფისი გაიხსნა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას ადგილობრივი გუნდი და ოფისის ხელმძღვანელი - გია ნიშნიანიძე წარუდგინა.
ბადრი ჯაფარიძემ თბილისში არსებულ ქაოტურ, უპასუხისმგებლო განვითარებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკის ნაწილი იქნება გარემოზე და ისტორიულ მემკვიდრეობაზე განსაკუთრებული ზრუნვა. ლელოში ამბობენ რომ თბილისში მაქსიმალურად უნდა შეიქმნას მწვანე სივრცეები.
პარტიის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ვაკის მოსახლეობა შეიტანს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუციას იმისათვის, რომ ქვეყანაში და თბილისში ვითარება შეიცვალოს უკეთესობისაკენ.