საქართველოს პრეზიდენტის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის". როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, გუშინ ტრიბუნასთან არა სახელმწიფო მეთაური არამედ "ქართული ოცნების" სამარცხვინო მესიჯბოქსის მიმტანი ფოსტალიონი იდგა. ნაცვლიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ უხსენებია არც-ერთი პრობლემური საკითხი, რომლის წინაშეც ქვეყანა დღეს დგას.
"ლელო საქართველოში" ამბობენ რომ გუშინ არაერთ მოქალაქეს, ვინც სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს უსმენდა, დარჩა განცდა, რომ ის რომელიღაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი იყო.