პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს საკითხთან დაკავშირებული რისკები, რადგან მდგომარეობის დრამატულად დამძიმების საფრთხე ყოველდღიურად მატულობს.