საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებებს ეხმაურებიან.
როგორც მოძრაობის პრეს-სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, აგრესიული ახალგაზრდების ქმედება მთლიანად ხელშეწყოფილი იყო მმართველის გუნდის მიერს. ნაცვლიშვილის თქმით გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მათ შორის პოლიცია მიტაცებულია „ქართული ოცნები“ მიერ.
„ლელო“, „შენების მოძრაობა" და "ახალი მემარჯვენეები" აცხადებენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებების შესაძლო შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.